სააპელაციო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ ანა დოლიძის სარჩელის განხილვა მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის სააპელაციო სარჩელის განხილვა მიმდინარეობს. სარჩელი ეხება უვადო მოსამართლეობის მსურველი მოსამართლეების მიერ გასაუბრების პროცესიდან დოლიძის აცილების საკითხს, რის გამოც მან საბჭოს წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა.

როგორც ცნობილია, იუსტიციის საბჭოს წინააღმდეგ მიმართული სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, მოსარჩელემ კი დავა სააპელაციო სასამართლოში გააგრძელა. ანა დოლიძის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი მიხეილ ჯახუა იცავს.

ადვოკატმა დღევანდელ სხდომაზე ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის ორი მოსამართლის: მარიამ ცისკაძის და გიორგი ტყავაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა. როგორც მან განმარტა, საბჭოს წინააღმდეგ მიმართულ სარჩელს განიხილავს აღნიშნული ორი მოსამართლე, რომლებიც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის ათკაციან სიაში არიან წარმოდგენილები.

ადვოკატს მიაჩნია, რომ აღნიშნული ორი მოსამართლე საბჭოს მიმართ ლოიალურადაა განწყობილი, რის გამოც სარჩელის მიუკერძოებლად განხილვა არ მოხდება.

„ჩვენ დღევანდელ სხდომაზე დავაყენებთ ამ ორი მოსამართლის აცილების შუამდგომლობას და დაველოდებით სასამართლოს მიერ მსჯელობას ამ შუამდგომლობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე დადგინდება გააგრძელებს თუ არა სასამართლო დღეს საქმის განხილვას“, - განაცხადა მიხეილ ჯახუამ.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მის პოზიციას დღევანდელ სხდომაზე საბჭოს იურისტი ნათია მახათაძე წარმოადგენს. როგორც მან სხდომაზე განაცხადა, არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი, ვინაიდან ის არის დაუსაბუთებელი. მისივე თქმით, საბჭომ კანონით დაკისრებული მოვალეობა შეასრულა და არ არსებობს კავშირი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიასა და სარჩელს შორის.

შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძემ სასამართლოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ სარჩელით მოსამართლეების მიერ გასაუბრების დროს მისი აცილების საკითხზე მიმართა. საუბარია 2018 წლის თებერვალში იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან ჩატარებულ გასაუბრებაზე, სადაც 51 კანდიდატიდან 14-მა ანა დოლიძე გასაუბრების პროცესიდან აიცილა. ამის მიზეზად მათ ანა დოლიძის ის საჯარო განცხადება დაასახელეს, რომლის თანახმად, „ზურაბ ადეიშვილის ნარჩენები ცდილობენ შეინარჩუნონ კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო