ზაზა სარალიძე - დ.ღ.-ს 19 იანვარს პატიმრობის ვადა ეწურებოდა და ამის გამო გაათავისუფლეს, თუმცა პროცესები გაგრძელდება

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის ზაზა სარალიძის განცხადებით, დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიება იმიტომ შეეცვალა, რომ 19 იანვარს პატიმრობის ექვსთვიანი ვადა ეწურებოდა. ამის შესახებ სარალიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.

„19 იანვარს პატიმრობის ვადა ეწურებოდა, რაღა რჩებოდა - ორი-სამი დღე. ამის გამო გაათავისუფლეს და შეუფარდეს გირაო, თუმცა პროცესები გაგრძელდება, იმიტომ რომ, როგორც ვიცი, ბოლომდე მოწმეები ვერ დაკითხეს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი დ.ღ. დარბაზიდან გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000- ლარიანი გირაო შეეფარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა