აკაკი ზოიძე - მოქალაქეებმა ექიმის დანიშნულების გარეშე „ტამიფლუ“ არ უნდა მიიღონ

„მოქალაქეებმა ექიმის დანიშნულების გარეშე „ტამიფლუ“ არ უნდა მიიღონ, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა.

„მთავრობის, პირადად პრემიერ-მინისტრის მიერ ძალიან დროული და კარგი გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ „ტამიფლუ“ ექიმის დანიშნულებით ყველა მოქალაქისთვის უფასო გახდა. აქამდე მედიკამენტი უფასო იყო: ორსულების, ბავშვების, ხანდაზმულებისა და სოციალურად დაუცველებისთვის, თუმცა ყოველგვარი გაუგებრობა და შესაძლო პანიკა თავიდან რომ ავიცილოთ, პრემიერ-მინისტრის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია. ექიმის დანიშნულების გარეშე „ტამიფლუ“ არ უნდა მოიხმარონ“, - აღნიშნა ზოიძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა ყველაფრისთვის აბსოლუტურად მზად იყო.

„არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც ხდება რეაგირება, მათ შორის დამატებითი შესაძლებლობების განვითარება. სამწუხაროდ, ეს მაინც არ გვაცილებს თავიდან ადამიანების მსხვერპლს, აქ უკვე ჯანდაცვის სისტემის გარდა მოქალაქის ფაქტორიცაა, რომელმაც დროულად უნდა მიმართოს ექიმს, გაიკეთოს ვაქცინაცია შემოდგომაზე, მაშინ, როცა რეკომენდაციას ვაძლევთ. ამით თავიდან ავიცილებთ ტრაგედიას. აქვე მწუხარებას გამოვხატავ იმ ადამიანების მიმართ, რომელთა ოჯახის წევრებიც შეეწირნენ ამ ვერაგ დაავადებას“, - განაცხადა ზოიძემ.

საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ ხვალიდან მიიღებს. ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, განხილვის შედეგად, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მიიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა