პროკურატურამ სასამართლოს დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის და მისი ქონების აღსრულებაში გადაცემის შუამდგომლობით მიმართა

პროკურატურამ სასამართლოს დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის, ხოლო მისი კუთვნილი ქონების აღსრულებაში გადაცემის შუამდგომლობით მიმართა.

საქმე ეხება მისი გუბერნატორობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებას.

კერძოდ, პროკურორ გიორგი მიქანაძის განმარტებით, დავით კირკიტაძეს გირაო ჰქონდა აღნიშნულ საქმეზე შეფარდებული, თუმცა, ვინაიდან ბრალდებულმა დაარღვია შეთანხმება, საჭიროა მის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული იქნას პატიმრობა.

ამასთან, პროკურორმა აღნიშნა, რომ ბრალდებულ დავით კირკიტაძის ქონებაზე ყადაღა იყო დადებული, თუმცა ამჟამად საჭიროა ეს ქონება აღსრულებას გადაეცეს.

ადვოკატი პროკურორის შუამდგომლობას არ იზიარებს.

თავად ბრალდებული დავით კირკიტაძე კი პროკურატურის შუამდგომლობას რეპრესიებს უწოდებს.

„ამ ეტაპზე, როდესაც განაჩენი უნდა დადგეს, უახლოეს პროცესებზე, პროკურატურის შუამდგომლობა აჩვენებს, რომ პროკურატურა და ეს ხელისუფლება რეპრესიებზეა გადასული. ჩვენ აზრს და მოქმედებებს ეს გარემოებები ვერ შეგვაცვლევინებს“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო