მოსამართლე პროკურორს - დავით კირკიტაძის მიმართ ისედაც გამოყენებულია პატიმრობა და მას მეორედ ვერ დავაკავებთ

პირის მიმართ ისედაც გამოყენებულია პატიმრობა და მას მეორედ ვერ დავაკავებთ, - ასე მიმართა პროკურორებს დავით კირკიტაძის სასამართლო სხდომაზე მოსამართლე გიორგი დარახველიძემ.

მოსამართლის განმარტებით, არ არსებობს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი.

რაც შეეხება პროკურატურის შუამდგომლობას ქონების აღსრულებისთვის გადაცემის თაობაზე, მოსამართლემ განმარტა, რომ ამ საკითხზე სასამართლო იმსჯელებს, თუმცა საჭიროა დამატებითი დოკუმენტაცია წარმოადგინოს ბრალდების მხარემ.

შუამდგომლობების შემდეგ პროცესი ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვით გაგრძელდა.

შეგახსენებთ, საქმე ეხება დავით კირკიტაძის გუბერნატორობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებას.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა