დიმიტრი ხუნდაძე - პრემიერის გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მთავარ პრიორიტეტად რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა

პრემიერის გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ქვეყანაში მთავარ პრიორიტეტად რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში A ტიპის გავრცელების ხარისხობრივი მაჩვენებელი არ იძლევა იმის საფრთხეს, რომ ქვეყანაში ეპიდემია გავრცელდება და მითუმეტეს შემცირდა ვირუსით დაავადებულთა მაჩვენებელი, როგორც ლაბორატორიული, ისე კლინიკური დადასტურების საფუძველზე, მაინც საყურადღებოა.

პრემიერის გადაწყვეტილება აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ქვეყანაში მთავარ პრიორიტეტად რჩება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. „ტამიფლუს“, მისი მაღალი ღირებულების მიუხედავად, იმ მიზნობრივი ჯგუფებისთვისაც, რომელთათვის ხელმიუწვდომელი იყო აქამდე ეს პრეპარატი, ის იქნება მათთვის აბსოლუტურად უფასო. საჭიროების შემთხვევაში და ამას გადაწყვეტს ექიმი, პრაქტიკულად ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს „ტამიფლუს“, - განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერის გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა მოქალაქე, ექიმის დანიშნულებით, „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებს

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა