უმრავლესობის დეპუტატის, ზაზა პაპუაშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიას მხარს არ უჭერს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა პაპუაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა პარლამენტში წარდგენილ სიას მხარს არ უჭერს. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმის მიხედვით, რა ფასეულობებითაც იცხოვრა.

„ჩემი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორც ვიცხოვრე, რაც მწამს, რა ფასეულობითაც მოვსულვარ აქამდე. ამ სიას მხარს არ ვუჭერ. ახლა საუბარია იმაზე, თუ რა პროცედურები უნდა იყოს გაწერილი, როგორ უნდა მოხდეს საბჭოს მიერ სიის შემოტანა პარლამენტში, რათა მეტი გამჭვირვალობა იყოს და საზოგადოებამ დაინახოს, რომ პრობლემები წყდება გამჭვირვალედ. განცხადებებით არ უნდა შევქმნათ ისეთი სირთულე, რომელიც მომავალში ხელს შეუშლის პროცესების განვითარებას. ყველას პოზიცია იქნება თვალხილული",- განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება მის კაბინეტში გამართულ შეხვედრას, რომელსაც ბექა ნაცვლიშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე და რომან კაკულია დაესწრნენ, მისი თქმით, ეს იყო „უბრალოდ მეგობრებთან შეხვედრა და არა კონსულტაცია“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა