მარიამ ჯაში - დიდი ალბათობით, გრიპის ვირუსის გავრცელება არ მიუახლოვდება ეპიდემიის მასშტაბებს

დიდი ალბათობით, გრიპის ვირუსის გავრცელება არ მიუახლოვდება ეპიდემიის მასშტაბებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მარიამ ჯაშმა განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დღეებში გრიპით კლინიკებში მიმართვიანობა იკლებს.

„პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ გრიპის ვირუსით დაავადებული პაციენტების მდგომარეობის გართულებით გამოწვეული გარდაცვალებების გამო და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს. აქვე მინდა, საზოგადოება დავაიმედოთ, რომ გრიპით კლინიკებში მიმართვიანობა ბოლო დღეებში იკლებს და დიდი ალბათობით, ავადობის გავრცელება არ მიუახლოვდება ეპიდემიის მასშტაბებს. ეს გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემები, რომელსაც ჩვენ, ბუნებრივია, ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით“, - განაცხადა ჯაშმა.

ამასთან, ის მადლობას უხდის პრემიერ-მინისტრს ყველა პაციენტისათვის "ტამიფლუს" უფასოდ მიწოდების ინიციატივისათვის, რომელიც მოსახლეობას ფინანსურ ბარიერს მოუხსნის.

„დღეს ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით „ტამიფლუ“ ხვალიდან სრულიად უფასო გახდება ყველა პაციენტისთვის, რომელთაც ექიმის დანიშნულებით აღნიშნული ანტივირუსული მედიკამენტი დასჭირდებათ. მინდა, ამ გადაწყვეტილებისთვის პრემიერ-მინისტრს მადლობა გადავუხადო, რადგან თუ დღემდე ორსულები, სოციალურად დაუცველი და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები სარგებლობდნენ უფასო მედიკამენტით, 12 იანვრიდან ჩვენი საზოგადოების თითოეულ წევრს უმნიშვნელოვანესი ანტივირუსული მედიკამენტი უფასოდ გადაეცემა. „ტამიფლუს“ ფასი 70-დან 100 ლარამდე მერყეობდა, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის გარკვეულ ფინანსურ ბარიერს ქმნიდა, რომელიც უკვე მოხსნილია. აქვე მივმართავ მოსახლეობას, მაქსიმალურად გამოიყენონ გრიპით დაავადების პროფილაქტიკის ზომები, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს და გრიპის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართონ ექიმს, რადგან დაავადების გართულების უმთავრესი მიზეზი გვიანი მიმართვიანობა და შესაბამისი მკურნალობის დაგვიანებით დაწყებაა“, - აღნიშნა ჯაშმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო