სალომე ზურაბიშვილი მმართველ გუნდში დაპირისპირებაზე - არაფერი ისეთი არ ხდება, რაში ჩარევაც ევალება პრეზიდენტს, ომის პირას ნამდვილად არა ვართ

იმედი მაქვს, რომ ის შერიგება, რომელიც სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი, ასევე გავრცელდება მმართველ გუნდზე, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე დასმულ კითხვას. ზურაბიშვილის თქმით, მმართველი გუნდის შიგნით მიმდინარე პროცესები მისი შესაფასებელი არ არის. მან იმედი გამოთქვა, რომ მმართველ გუნდში მოსამართლეების საკითხზე არსებული დებატები ღრმა დაპირისპირებაში არ გადაიზრდება.

„ჩემი შესაფასებელი არ არის ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს მმართველი გუნდის შიგნით. როგორ განვითარდება ეს პროცესები, ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მე თუ მეკითხებით ჩემს პირად გრძნობებს გუნდის რომელიმე წევრის მიმართ, ეს არ არის ის ადგილი, სადაც მე ჩემი პირადი ურთიერთობები უნდა გაგიზიაროთ რომელიმე წევრის მიმართ და სხვათაშორის, კარგი ურთიერთობები მაქვს ყველა მონაწილესთან, ვინც ჩაბმულია ამ პროცესებში. ერთადერთი იმას ვიტყოდი, რომ მოვედი როგორც საქართველოს პრეზიდენტი და დავიწყე საქმიანობა ამ ფუნქციაში იმ იმედით, რომ მე ვიქნებოდი ერთგვარი შერიგების პრეზიდენტი. იმედი მაქვს, რომ ის შერიგება, რომელიც სხვანაირად მქონდა წარმოდგენილი, ასევე გავრცელდება მმართველ გუნდზე და რომ ეს დღევანდელი პოლიტიკური დისკუსიები თუ დებატები ამ პროცესების ირგვლივ, არ გადაიქცევა რამე უფრო ღრმა დაპირისპირებად. იმაში კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანას მეტი დაწყნარება, მეტი კონსენსუსი სჭირდება მთავარ საკითხებზე და მემგონი, რომ სწორედ სასამართლო, მისი დამოუკიდებლობა და მის მიმართ ნდობა ერთ-ერთი საკითხია, რომლის ირგვლივ ყველა გაერთიანებული უნდა იყოს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას გააკეთებს ის შერიგებისთვის, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ არ ჩაერევა. მისი თქმით, არაფერი ისეთი არ ხდება, სადაც პრეზიდენტის ჩარევაა საჭირო.

„ჯერ იმას, რომ არ ჩავერევი იმაში, რომ არ გავაღრმავო დღევანდელი დისკუსიები, რომელიც ასევე საჭიროა. არ შეიძლება, რომ მე ჩართული ვიყო ამ დისკუსიებში, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ თუნდაც მმართველ გუნდში ამ ტიპის დისკუსიებია, ნორმალური და საჭიროა. არ არსებობს დემოკრატიული პროცესები, სადაც ასეთი რამ არ არსებობს. მე მხოლოდ ვიმედოვნებ, რომ ეს არ გადაიზრდება უფრო მძაფრ დაპირისპირებაში, რომელიც ამ ქვეყანას ნამდვილად არ სჭირდება. დღეს მემგონი არაფერი ისეთი არ არის, რაში ჩარევაც ევალება პრეზიდენტს. ჩვენ ომის პირას ნამდვილად არა ვართ,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა