სალომე ზურაბიშვილის პირველი სამუშაო ვიზიტი პრეზიდენტის რანგში ბრიუსელში გაიმართება

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის პირველი სამუშაო ვიზიტი პრეზიდენტის რანგში ბრიუსელში - ევროკავშირსა და ნატოში გაიმართება, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

"ამის შესახებ უკვე ნათქვამი მქონდა, მაგრამ ვიტყვი, პირველი ვიზიტი იქნება ბრიუსელი - ევროკავშირი, ნატო",- აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად კი ზურაბიშვილმა განაცხადა: "მარტო ჩემი სურვილი საკმარისი არ არის. ვმუშაობთ და ველოდებით პასუხს".

საქართველოს ახლად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მედიას გაფართოებულ ფორმატში დღეს პირველად შეხვდა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს