სალომე ზურაბიშვილი ანა დოლიძეზე - მე დღეს ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გამოვიწვიო ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ადამიანი

„მე დღეს ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გამოვიწვიო ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ადამიანი“, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ მიერ დასმულ შეკითხვას, გაიწვევს თუ არა ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან. მისი თქმით, ამას ძალიან სერიოზული მოტივები სჭირდება, რასაც დღეს ვერ ხედავს.

„ახალი მოსული ვარ, ვაკვირდები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობას და არ ვიცი ხვალ იქნება ასეთი სიტუაცია თუ არა, მაგრამ მე დღეს ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა გამოვიწვიო ჩემი წინამორბედის მიერ დანიშნული ადამიანი. ამას უნდა ჰქონდეს ძალიან სერიოზული მოტივები და დღეს ამას ვერ ვხედავ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ანა დოლიძის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები გეგმავენ, პრეზიდენტს მისი საბჭოდან გაწვევის მოთხოვნით მიმართონ.