დავით კირკიტაძე - იკადრეს უკადრებელი, როდესაც მოინდომეს გაყიდვა ჩემი სახლის, რომელიც მამაჩემზეა გაფორმებული

დღეს პროკურატურა ამ საქმეს იმიტომ ჩაეჭიდა, რომ ასიამოვნონ ხელმძღვანელს, - ამის შესახებ დავით კირკიტაძემ საკუთარ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვის თქმისას განაცხადა. მან საკუთარი საქმის პოლიტიკურ და სამართლებრივ ასპექტებზე ისაუბრა.

"მნიშვნელოვანია ეს საქმე ჩემთვის. გარდა სამართლებრივი კონტექსტისა, არის პოლიტიკური კონტექსტი. პროკურორმა რამდენჯერმე იცრუა და მოწმეების ჩვენებები სხვაგვარად წარმოაჩინა. ასევე, იკადრეს უკადრებელი, როდესაც მოინდომეს გაყიდვა ჩემი სახლის, რომელიც მამაჩემზეა გაფორმებული.

რაც შეეხება სამართლებრივ საკითხს, ყველა მოწმემ დაადასტურა, რომ არანაირი შეხება არ მქონია მე ბულდოზერთან და მსგავს ტექნიკასთან. მე ვიყავი პოლიტიკური პირი. დღეს პროკურატურა ამ საქმეს იმიტომ ჩაეჭიდა, რომ ასიამოვნონ ხელმძღვანელს. ქვემო ქართლში იყო ჩვენი სრული მხარდაჭერა. ფარცხალაძის პროკურატურის წარმომადგენლების ვერც ერთ პოზიციას ვერ გავიზიარებ. ამასთან, ვაპირებ გამოვცე წიგნი, სადაც ყველაფერს ვიტყვი, თუ ვინ კერავს საქმეებს", - განაცხადა ბრალდებულმა დავით კირკიტაძემ.

კირკიტაძის სიტყვას დარბაზში დამსწრეების ტაში მოჰყვა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა