ეკა ბესელია - მე რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდი, სერგო მეთოფიშვილი ჯერ შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდა და სამართალს ამრუდებდა

„მეთოფიშვილისნაირი მოსამართლე რომ ზიანს მიაყენებს სასამართლოს იმიჯს და ავტორიტეტს, ისე ვერავინ დააზიანებს. ალაპარაკეთ კიდევ მეტი და მერე იწუწუნეთ, რატომ აქვს სასამართლოს ასეთი დაბალი სანდოობა“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის განცხადებას. ბესელიას თქმით, მეთოფიშვილის გამონათქვამები მის კომენტარს არ იმსახურებს.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, სანამ ის სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, სერგო მეთოფიშვილი ჯერ შევარდნაძის, შემდეგ კი სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდა.

„მეთოფიშვილისნაირი მოსამართლე რომ ზიანს მიაყენებს სასამართლოს იმიჯს და ავტორიტეტს, ისე ვერავინ დააზიანებს. ალაპარაკეთ კიდევ მეტი და მერე იწუწუნეთ, რატომ აქვს სასამართლოს ასეთი დაბალი სანდოობა. სამწუხაროა ასეთი მოსამართლის ხელში მართლმსაჯულება! ბატონი მეთოფიშვილის გამონათქვამები არ იმსახურებს ჩემს კომენტარს. მე რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდი, ეს ადამიანი ჯერ შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის რეჟიმს ემსახურებოდა და სამართალს ამრუდებდა. გადახედეთ მის საქმეებს, ყველაზე რეპრესიული რეჟიმის დროს იყო ადმინისტრაციულ პალატაში საპასუხისმგებლო პოზიციაზე. დასისხლიანებული ახალგაზრდები რომ მიჰყავდათ, ბედნიერი უსჯიდა ადმინისტრაციულ პატიმრობას. დაჩი ცაგურია ახსოვს ნეტა? შორს წამიყვანს ჩამონათვალი. ალაპარაკეთ მეტი და ნაკლები ახსნა დაგვჭირდება, რის დაცვას ვცდილობთ და ვისგან”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა