სალომე ზურაბიშვილი - ოკუპირებული ტერიტორიებიდან მუდმივად არის მცდელობა, რომ ნებისმიერი სიტუაცია გამოყენებული იყოს პროვოკაციული ქმედებებისთვის

ოკუპირებული ტერიტორიებიდან მუდმივად არის მცდელობა, რომ გამოყენებული იყოს ნებისმიერი სიტუაცია თავიანთ სასარგებლოდ და პროვოკაციული ქმედებებისთვის, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვრების ჩაკეტვაზე დასმული კითხვის პასუხად მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

გარდა ამისა, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ლუგარის ლაბორატორიის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია რუსული პროპაგანდის ნაწილია და სიმართლეს არ შეესაბმება.

"ნათელია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მუდმივად არის მცდელობა, რომ გამოყენებული იყოს ნებისმიერი სიტუაცია თავიანთ სასარგებლოდ და პროვოკაციული ქმედებებისთვის. საზღვრების ჩაკეტვა ამ მიზეზით არის მიუღებელი და არანაირად გამყარებული არსებული რეალობით. მინდა ვისარგებლო კითხვით და მივმართო მაყურებელს თუ მსმენელს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი თავს უფლებას აძლევს გააკეთონ კომენტარები ლუგარის ლაბორატორიაზე იმ დროს, როცა არ მგონია, რამე კომპეტენცია ჰქონდეთ გააკეთონ ეს კომენტარები, რომელიც კეთდება სოციალურ ქსელებში. ისევ ვუბრუნდებით იმ თემას, რომ სოციალური ქსელები გახდა ამ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საშუალება ამ შემთხვევაში. ჩვენ ვიცით, რომ ლუგარის ლაბორატორის მიმართ არის რუსეთის პროპაგანდის მიზანმიმართული დამოკიდებულება და ეს ვრცელდება ქართული საზოგადოების ხელით, რაც ძალიან საკვირველია, ადამიანების მეშვეობით, რომლებიც ამას არ აკეთებენ შეგნებულად, ნათელია. მინდა მოვუწოდო სიფრთხილისკენ, რადგან ლუგარის ლაბორატორია არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანი ჯანდაცვის კუთხით და ბევრ სიკეთეს ვღებულობთ ჩვენ ამ ლაბორატორიისგან, რომელიც დღეს არის ქართული, საქართველოს უწყება და არა ამერიკული, როგორც უნდა რომ გამოაჩინონ. თუმცა, დახმარება იყო დიდხანს და იმის მაგივრად, რომ ეს დავაფასოთ და გავაგრძელოთ მისი მუშაობა ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის სასარგებლოდ, აქ არის ხელოვნურად შემოტანილი დაძაბულობის ნიშნები. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ ძალიან დიდი სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა