დავით კირკიტაძის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა

დავით კირკიტაძის სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც გამოძიება მას გუბერნატორობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება, მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა. გადაწყვეტილება მომავალ კვირას გამოცხადდება, ხოლო მხარეებს სხდომის თარიღის შესახებ წინასწარ ეცნობებათ.

გარდა აღნიშნული საქმისა, კირკიტაძის მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული. დავით კირკიტაძეს ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის.

აღნიშნულ საქმეზე კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა აქვს შეფარდებული.

იხილეთ ვიდეო: დავით კირკიტაძის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად გავიდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა