სალომე ზურაბიშვილი თვეში ერთხელ რეგიონებში სტუმრობას გეგმავს

ვაპირებ თვეში ერთხელ მაინც რომელიმე რეგიონს ვეწვიო, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, გაეცნობა რეგიონების პრობლემებს და მისი ფუნქციებიდან გამომდინარე ეცდება დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას.

„ის დაპირება, რაც მე გავეცი, რომ ვიქნებოდი რეგიონების პრეზიდენტი, ნამდვილად ვაპირებ სიტყვის ერთგული ვიყო. ამის სიმბოლო თელავი იყო, თუ რა მნიშვნელობას ვანიჭებ რეგიონებს, როგორც ამ ქვეყნის სიძლიერის საწინდარს. ასევე, ვიყავი სამეგრელოში, იქ ერთ-ერთი პრიორიტეტია იმ საავადმყოფოს ამოქმედება, რომელიც შეიძლება გახდეს რეგიონისთვის ძალიან მიმზიდველი. ასევე იგეგმება ჩემს ადმინისტრაციაში შემდგომი ვიზიტები და ვაპირებ თვეში ერთხელ მაინც რომელიმე რეგიონს ვეწვიო და გავეცნოთ პრობლემებს ან ინიციატივებს, რომ ჩემი საპრეზიდენტო ფუნქციებიდან გამომდინარე დავეხმარო. თქვენც შეგატყობინებთ, როგორც კი დაიგეგმება, რომ პრესაც იყოს ამ რეგიონული ვიზიტების დროს ჩვენთან ერთად“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა