შალვა ხაჭაპურიძე - კაჭრეთში პარლამენტის დეპუტატების დამუშავება მიმდინარეობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენილ სიას მხარი დაუჭირონ

კაჭრეთში პარლამენტის დეპუტატების დამუშავება მიმდინარეობს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წარდგენილ სიას მხარი დაუჭირონ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. როგორც ხაჭაპურიძემ აღნიშნა, უმრავლესობაში ისეთი განწყობაა, ამ სიას პარლამენტში არ გაიტანენ.

„ქუჩის მუსიკოსები ხომ გაგიგიათ? ესენი არიან ქუჩის იურისტები. რომ გადავხედოთ რა აქვთ დამთავრებული, ვინ არიან? მაგალითად, ლევან მურუსიძეს არანაირი სამეცნიერო ხარისხი არ გააჩნია და იურიდიულ ფაკულტეტზე ჯავახიშვილში ლექციებს კითხულობს. მთელი მაფიაა, მთელი ბანდაა. ამ ბანდას ვანახებთ, საიდანაც მოვიდნენ, იქ მოუწევთ წასვლა! პარლამენტი რას იზამს, ეს პარლამენტის საქმეა. დღეს რა სიტუაციაც არის შექმნილი, დღეს რა განწყობაც არის უმრავლესობაში, ეს სია ვერანაირად ვერ გავა, გამორიცხულია. თუმცა, ახლა მიდის მათი დამუშავება კაჭრეთში, ე.წ. „პადვალში“ ჰყავთ ეს დეპუტატები. მიდის ამ ხალხის დამუშავება, რომ რამენაირად გაიყვანონ, მაგრამ ვერ გაიყვანენ ამ ხალხს, გაიყვანენ და გავიყვანთ პოლიტიკიდან“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

იხილეთ ვიდეო: "ე.წ. "პადვალში" ჰყავთ ეს დეპუტეტები და მიდის იქ დამუშავება" - შალვა ხაჭაპურიძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო