Financial Times - ივანკა ტრამპის კანდიდატურა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე განიხილება

აშშ-ს პრეზიდენტის შვილის ივანკა ტრამპის კანდიდატურა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Financial Times წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტი მიმდინარე წლის 1-ელ თებერვალს გახდება ვაკანტური, როდესაც ორგანიზაციის მოქმედი პრეზიდენტი ჯიმ იონ კიმი თანამდებობას დატოვებს. მსოფლიო ბანკი პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატურების განხილვის პროცესის დასრულებას თებერვლის შუა რიცხვებისთვის აპირებს, ხოლო ახალი პრეზიდენტის დამტკიცების პროცესი აპრილისთვისაა ჩანიშნული.

Financial Times-ის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის პოსტზე შესაძლო კანდიდატებს შორის ასევე არიან გაერო-ში აშშ-ს ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი, აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე დევიდ მელპასი და USAID-ის ხელმძღვანელი მარკ გრინი.

როგორც გამოცემა იუწყება, აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ უწყებამ დიდი რაოდენობით რეკომენდაციები მიიღო კვალიფიციურ კანდიდატებთან დაკავშირებით და კანდიდატურების შიდა განხილვის პროცესი დაიწყო.

იხილეთ ვიდეო: ივანკა ტრამპის კანდიდატურა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე განიხილება

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს