აშშ-ს მთავრობის მუშაობის დროებითმა შეჩერებამ ხანგრძლივობის კუთხით ისტორიულ რეკორდს მიაღწია

აშშ-ს ფედერალური მთავრობის მუშაობის დროებითმა შეჩერებამ ხანგრძლივობის კუთხით ისტორიულ რეკორდს მიაღწია. ე.წ. „შათდაუნი“ უკვე 22-ე დღეა გრძელდება. აქამდე ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნი“ 1995 წელს დაფიქსირდა და ის 21 დღეს შეადგენდა.

საბიუჯეტო კრიზისის გამო ასობით ათასი სახელმწიფო მოხელე და კონტრაქტორი ზარალდება, თუმცა რიგით ამერიკელებს, ვინც ფედერალური მთავრობის სექტორში არ არის დასაქმებული, „შათდაუნი“ არანაირად არ ეხება. პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვლავ ითხოვს ბიუჯეტიდან 5.6 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას სასაზღვრო უსაფრთხოებაზე და მექსიკასთან საზღვარზე ფიზიკური ბარიერის მშენებლობის დაფინანსებაზე. აღნიშნული პუნქტის ჩართვის გარეშე, ის უარს აცხადებს 2019 წლის ბიუჯეტს ხელი მოაწეროს.

„დემოკრატები“, რომლებმაც შუალედური არჩევნების შედეგად უმრავლესობა მოიპოვეს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, უარს ამბობენ პრეზიდენტის მოთხოვნაზე და ამბობენ, რომ კრიზისი ხელოვნურად არის შექმნილი დონალდ ტრამპის მიერ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვარს ეწვია. იგი ტეხასის შტატში რიო გრანდეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მივიდა. მას მესაზღვრეები ახლდნენ. თეთრი სახლის ლიდერმა საზღვარზე ვიზიტისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კედლის მშენებლობის აუცილებლობას და განაცხადა, რომ თუ კონგრესი არ დაეთანხმება ამ ინიციატიას და არ დააფინანსებს კედლის მშენებლობას, საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა