შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბორჯომში მომხდარი ბინის ქურდობის 2 ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბორჯომში ჩადენილი 2 ბინის გაქურდვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.გ. დააკავეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის დეკემბერსა და 2019 წლის იანვარში ქალაქ ბორჯომში, ხანძთელის და შანიძის ქუჩებზე მდებარე 2 მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი ბინები გაქურდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე დააკავეს. პოლიციამ აღნიშნული საცხოვრებელი ბინებიდან მოპარული ოქროს ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა"ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო