ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფი ვენესუელას პარლამენტი იმ სამხედროებს წაახალისებს, ვინც ნიკოლას მადუროს ბრძანებებს არ დაემორჩილება

ოპოზიციის კონტროლის ქვეშ მყოფი ვენესუელას პარლამენტი იმ ვენესუელელ სამხედროებს წაახალისებს, ვინც ნიკოლას მადუროს ბრძანებებს არ დაემორჩილება. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.

Reuters-ის ინფორმაციით, ვენესუელელი პარლამენტარები კანონპროექტს ამზადებენ, რომელიც ქვეყნის დემოკრატიისკენ სვლას დაარეგულირებს. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს მუხლს, რომელიც ითვალისწინებს იმ სამოქალაქო და სამხედრო პირებისთვის სტიმულის უზრუნველყოფას, ვინც მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო წყობის აღდგენაში. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს პოლიტპატიმრების ამნისტიას.

აქამდე ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ ვენესუელას კონსტიტუცია მას საშუალებას აძლევს სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობები შეასრულოს და მოქალაქეებს მოუწოდა 23 იანვარს მასობრივ საპროტესტო აქციაზე გამოვიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ხუთშაბათს ნიკოლას მადუროს ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა. ამავდროულად „ლიმას ჯგუფის“ ქვეყნებმა და ამერიკული სახელმწიფოების ორგანიზაციამ უარი განაცხადეს ნიკოლას მადუროს საპრეზიდენტო უფლებამოსილების აღიარებაზე, ხოლო პარაგვაიმ კი გაწყვიტა ვენესუელასთან დიპლომატიური ურთიერთობები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა