ირაკლი კობახიძე - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან დეტალურად ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გაგრძელდეს მოსამართლეთა არჩევის პროცესი

„მთავარია, როგორ წარიმართება კრიტერიუმების გაწერის პროცესი. ვფიქრობთ, ამისთვის საუკეთესო ფორმატია სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი,“ - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან გიორგი მიქაუტაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. აღნიშნული ჯგუფის მუშაობას გასული წლის განმავლობაში სწორედ პარლამენტის თავმჯდომარე წარმართავდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები, იუსტიციის სამინისტრო, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საერთაშორისო პარტნიორები და სამოქალაქო სექტორი.

კობახიძის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა უახლოეს მომავალში დაიგეგმება.

„დეტალურად ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს მოსამართლეთა არჩევის პროცესი. ამასთან დაკავშირებით ზოგადი განცხადება უკვე გაკეთებული გვაქვს. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ უნდა შემუშავდეს პროცედურა, კრიტერიუმები და ამის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი. მთავარია ის, თუ როგორ წარიმართება პროცედურისა და კრიტერიუმების გაწერის პროცესი და ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა ჩვენ მსჯელობა. ვფიქრობთ, რომ საუკეთესო ფორმატი ამისათვის არის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი. ეს ჯგუფი უკვე დიდი ხანია შექმნილია. გასული წლის განმავლობაში ამ ჯგუფის მუშაობას წარვმართავდი მე. აქ წარმოდგენილია ხელისუფლების სამივე შტო, მათ შორის: პარლამენტის წევრები, ასევე წარმოდგენილია მთავრობა იუსტიციის სამინისტროს სახით, აქ არის წარმოდგენილი სასამართლო ხელისუფლებაც, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უკლებლივ ყველა წევრი. აქ ასევე წარმოდგენილნი არიან საერთაშორისო პარტნიორები, ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წამრომადგენლები.

ვფიქრობთ, რომ ეს არის საუკეთესო ფორმატი, სადაც შესაძლებელია კრიტერიუმებსა და პროცედურაზე მსჯელობა, თუ რა სახით, რა დონის საკანონმდებლო აქტით უნდა გაიწეროს ისინი და ა.შ. ამაზე რა თქმა უნდა, დეტალურად უნდა ვიმსჯელოთ სამუშაო ჯგუფის ფორმატში. უახლოეს მომავალში უნდა ჩაინიშნოს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც დავიწყებთ მსჯელობას ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო