ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტმა თავი წარმოაჩინა როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა, რაც სრულად შეესაბამება მის კონსტიტუციურ ფუნქციას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, პრეზიდენტმა თავისი პირველი გამოსვლით თავი წარმოაჩინა როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა, რაც სრულად შეესაბამება მის კონსტიტუციურ ფუნქციას.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რამდენად სწორი იყო პრეზიდენტის პოზიცია, რომელმაც თითქმის ყველა საკითხზე თქვა, რომ ეს მას არ ეხება.

„ჩემგან არ იქნება სწორი პრეზიდენტის შეფასება. ზოგადად შემიძლია აღვნიშნო, რომ მან სხვადასხვა საკითხებზე სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან ისაუბრა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მან თავისი პირველი გამოსვლის დროს თავი წარმოაჩინა როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა, რაც სრულად შეესაბამება მის კონსტიტუციურ ფუნქციას. მე მოვისმინე ასევე ოპოზიციის შეფასებები და ეს შეფასებები არის ძალიან სამწუხარო, რადგან ისინი უნდა გაუფრთხილდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტს. ის განცხადებები, რომელიც ისმოდა ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გუშინდელი დღის განმავლობაში, ნამდვილად არ შეუწყობს ხელს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაძლიერებას. თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია მომავალში სხვაგვარად შეხვდება პრეზიდენტის გამოსვლებს“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, უნდა დაინტერესდეს თუ არა პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხით, კობახიძემ უპასუხა, რომ „პრეზიდენტი ყველაფრით დაინტერესდება“.

იხილეთ ვიდეო: "თავი წარმოაჩინა როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა" - პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება პრეზიდენტზე

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო