პარიზში მომხდარი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი  დაშავდა, ორის მდგომარეობა მძიმეა

პარიზის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია პარიზის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს შორის სამი მეხანძრეა.

შემთხვევის ადგილზე საფრანგეთის შს მინისტრი კრისტოფ კასტანერი მივიდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით პარიზის ცენტრში ტრევიზის ქუჩაზე მდებარე საფუნთუშეში მძლავრი აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ადგილი ჰქონდა გაზის გაჟონვას.

იხილეთ ვიდეო: პარიზში მომხდარი აფეთქების შედეგად დაახლოებით 20 ადამიანი დაშავდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო