დიმიტრი ცქიტიშვილი - დარწმუნებული ვარ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც სჭირდება სასამართლოს და ჩვენს საზოგადოებას

დარწმუნებული ვარ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც სჭირდება სასამართლოს და ჩვენს საზოგადოებას, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს სამუშაო ჯგუფი, რომელიც გარკვეულ სასამართლო რეფორმის საკითხებზე მუშაობს.

„ეს გულისხმობს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, რა თქმა უნდა, პოლიტიკოსებისა და დაინტერესებული ექსპერტების მონაწილეობას. ეს საკმაოდ ფართო ფორმატი არსებობს და ამ ფორმატში იქნება გადაწყვეტილებები მიღებული. ეს იქნება ორგანული კანონი, რომელიც ძალიან მაღალ სტანდარტს შემოიტანს იმისთვის, რომ კრიტერიუმები არ იყოს სუბიექტური და ინტერპრეტირებადი. რისკი იმისა, რომ იგივე კანდიდატები კვლავ მოხვდნენ სიაში, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ კრიტერიუმები არის ერთი ეტაპი, სადაც მოხდება სამართლიანი შერჩევა და მეორე არის უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს პარლამენტი კონკრეტული კანდიდატების მიმართ. ამ შემთხვევაში ეს იქნება დაბალანსებული და მე დარწმუნებული ვარ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება ისეთი, როგორიც სჭირდება სასამართლოს და ჩვენს საზოგადოებას“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო