დავით ასათიანი - ადვოკატთა ასოციაცია ყველა ძალას გამოიყენებს, რომ ღირსეული ადამიანები მოხვდნენ სასამართლო სისტემის ზემდგომ ორგანოებში

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, სერგო მეთოფიშვილის განცხადებას ეხმაურება. ასათიანის განცხადებით, ადვოკატთა ასოციაცია ყველა ძალას იხმარს იმისთვის, რომ სასამართლო სისტემის ზემდგომ ორგანოებში ღირსეული ადამიანები მოხვდნენ და არა ისინი, ვისაც მისი თქმით, არც პროფესიული კოლეგიალობა გააჩნია და არც იმის ხედვა, თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს სასამართლო სისტემა საზოგადოებრივი ნდობის მოსაპოვებლად.

„აუცილებლად მიმაჩნია გამოვეხმაურო სასამართლო სისტემის მმართველი რგოლის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებას, რომელსაც მიაჩნია, რომ თურმე ადვოკატთა კორპუსი და ჩემთვის საპატივცემულო სხვა პირთა წრე „ახორციელებენ ფართომასშტაბიან შეტევას სასამართლოზე და შედეგის მისაღწევად იყენებენ ყველა დასაშვებ, დაუშვებელ და ბინძურ ხერხს და მეთოდს.

ასეთი განაცხადის აბსურდულობაზე კომენტარის გაკეთება ზედმეტია. სამწუხაროა ის, რომ განცხადების ავტორი და სისტემის სხვა მესვეურნი ვერ იაზრებენ ადვოკატურის როლსა და ადგილს დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებისა და მის მამართ ესოდენ დაკარგული ნდობის აღდგენის პროცესში და ასეთ მტრულ კონტექსტში განიხილავენ ადვოკატთა ასოციაციას და მის ხელმძღვანელს.

მსურს ხაზგასმით ვთქვა შემდეგი: სასამართლო სისტემაში არაერთი ღირსეული მოსამართლე საქმიანობს, ხოლო იურიდიულ პროფესიაში არაერთი მაღალი რეპუტაციის პროფესიონალია. ადვოკატთა ასოციაცია ყველა ძალას იხმარს, რომ სწორედ ასეთი მაღალი სტანდარტების მქონე და ღირსეული ადამიანები მოხვდნენ სასამართლო სისტემის ზემდგომ ორგანოებში და არა ისინი, ვისაც არ გააჩნიათ არც პროფესიული კოლეგიალობა და არც იმის ხედვა, თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს სისტემა საზოგადოებრივი ნდობის მოსაპოვებლად,“ - აცხადებს დავით ასათიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო