არსებული ინფორმაციით, ვანის რესტორანში  სამართალდამცველებს შორის მოხდარი ჩხუბის დროს ვანის პროკურორი და მისი თანმხლები პირი სცემეს

არსებული ინფორმაციით, ვანში შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ნაცემია ვანის პროკურორი და მისი თანმხლები პირი. ფიზიკური დაპირისპირება ვანში, რესტორანში მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, უწყების გენინსპექციამ მოხდარ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაიწყო.

ამასთან, უკვე ცნობილია, რომ გამოძიება დაიწყო ასევე შს სამინისტრომ. უწყებამ ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს სამსახურეობრივი უფლებამოსილება უკვე შეუჩერა.

„11 იანვარს, ვანში, ერთ-ერთ კვების ობიექტზე მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო. ფაქტის შესწავლა ასევე დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ. ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს შეუჩერდათ სამსახურეობრივი უფლებამოსილება. გამოძიება დაადგენს ჰქონდა თუ არა პოლიციელების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ადგილი. ნებისმიერი სამართალდამცველის მხრიდან პროფესიული ეთიკის და პოლიციელის ღირსების შემლახველ ყველა ქმედებას შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება“, - აცხადებენ შსს-ში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა