ეკონომიკის სამინისტროში კანადურ კომპანიის KAMKON INVESMENTS წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება

15 იანვარს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კანადურ კომპანიის KAMKON INVESMENTS წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგება. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება საინვესტიციო პროექტი „საქართველოს ინდუსტრიული ქალაქი”(GIC), რის შემდეგაც ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. შეხვედრის ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი, ფრაქციის „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკა“ თავმჯდომარის მოადგილე პაატა მხეიძე.

ფრაქციის "ქართული ოცნება -ძლიერი ეკონომიკა" ინფორმაციით, წინასწარი ინფორმაციით, პროექტი 400 ჰექტარ მიწის ფართობზე ქალაქ რუსთავის სამრეწველო ზონაში განხორციელდება, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია ინდუსტრიული ჰაბის, ლოჯისტიკური ცენტრისა და კომუნიკაციათა კომპლექსის მშენებლობა. უშუალოდ საწარმოო დანიშნულებისათვის ათვისებული იქნება აღნიშნული მიწის ფართობის 75%, ხოლო დარჩენილი არეალი მუშა-მოსამსახურეთათვის საცხოვრებელი და რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად გამოიყენება. პროექტის რეალიზაციაში ჩართული იქნება არაერთი უცხოური და ადგილობრივი კომპანია.

KAMCON INVESTMENTS აწარმოებს მოლაპარაკებას სხვადასხვა მსხვილ საერთაშორისო ბრენდთან GIC-ს თანაინვესტირებისა და პროექტში ჩართვის მიზნით. წინასწარი გათვლებით, პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე დასაქმდება 4000-ზე მეტი ადგილობრივი მუშახელი. მშენებლობის პროცესში გამოყენებული იქნება მხოლოდ ადგილობრივი წარმოების სამშენებლო მასალა.

გარდა ამისა, კომპანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კუთხით მნიშვნელოვან აქტივობას გეგმავს, რომელიც მსხვილმასშტაბიან სოციალური სოლიდარობის ღონისძიებებს გულისხმობს: მოხდება საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, განხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამები სტუდენტებისათვის, რეალიზებული იქნება მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერის არაერთი პროექტი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა