პარიზში მომხდარი აფეთქების  დროს დაშავებულთა შორის ქართველები არ არიან

პარიზში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულთა შორის ქართველები არ არიან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის საქართველოს საკონსულოში არანაირი შეტყობინება არ შესულა.

პარიზში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. 10 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 22 ადამიანი მსუბუქად არის დაშავებული.

შემთხვევის ადგილზე საფრანგეთის შს მინისტრი კრისტოფ კასტანერი და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარ ფილიპი მივიდნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით პარიზის ცენტრში ტრევიზის ქუჩაზე მდებარე საფუნთუშეში მძლავრი აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ადგილი ჰქონდა გაზის გაჟონვას. მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა