პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დავით მათიკაშვილისთვის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების დაკისრებაზე იმსჯელებს

ხვალ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება, სადაც თავმჯდომარის მოადგილეს დავით მათიკაშვილს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დაევალება.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში, კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ასრულებს. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კი, კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას კომიტეტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მის ერთ-ერთ მოადგილეს ავალებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ეკა ბესელიას ოფიციალურად გადადგომამდე, კომიტეტმა მისი წარდგინებით, 31 დეკემბრის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩია. ფოფხაძეს მხარი კომიტეტის შვიდმა წევრმა დაუჭირა, თუმცა ორ დღის შემდეგ, ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ ფოფხაძე კომიტეტის შემადგენლობიდან გაიწვია.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 14 იანვარს, 12:00 სააათზეა დანიშნული.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო