იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დავით მათიკაშვილისთვის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების დაკისრებაზე იმსჯელებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს დავით მათიკაშვილისთვის კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებაზე იმსჯელებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის შემთხვევაში, კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე ასრულებს.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კი, კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას კომიტეტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით მის ერთ-ერთ მოადგილეს ავალებს.

შეგახსენებთ, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ეკა ბესელიას ოფიციალურად გადადგომამდე, კომიტეტმა ბესელიას წარდგინებით, 31 დეკემბრის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩია. ფოფხაძეს მხარი კომიტეტის შვიდმა წევრმა დაუჭირა, თუმცა ორი დღის შემდეგ, ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ“ ფოფხაძე კომიტეტის შემადგენლობიდან გაიწვია.

იხილეთ ვიდეო: იურიდიული კომიტეტი თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს აირჩევს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს