ბენიამინ ნეთანიაჰუ - საჭიროების შემთხვევაში, ისრაელი სირიაში ირანის სამხედრო ობიექტებზე დარტყმებს გააძლიერებს

სირიაში ირანის სამხედრო თვალსაზრისით დამკვიდრების თავიდან აცილების მიზნით, ისრაელი სირიაში მდებარე ირანის ობიექტებზე დარტყმებს გააძლიერებს. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„შაბათს ისრაელმა საჰაერო დარტყმები განახორციელა დამასკოს საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე ირანის სამხედრო საწყობებზე. ეს ცხადყოფს ჩვენს მტკიცე განწყობას თავიდან ავიცილოთ სირიაში ირანის სამხედრო კუთხით დამკვიდრება. საჭიროების შემთხვევაში, ჩენ გავაძლიერებთ ამგვარ დარტყმებს“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

შეგახსენებთ, რომ შაბათს ისრაელის საჰაერო ძალებმა დამასკოს აეროპორტის ტერიტორიაზე დარტყმები განახორციელეს ირანის სამხედრო ობიექტებზე. საუბარია სამხედრო საწყობებზე, რომელსაც დაჯგუფება „ჰეზბოლა“ იყენებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა