კახა კალაძე ნინო ქათამაძის საახალწლო კონცერტს დაესწრო

თბილისის მერიის ორგანიზებით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ორი კვირის განმავლობაში მიმდინარე საახალწლო ღონისძიებები ნინო ქათამაძის კონცერტით დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მომღერალი მსმენელის წინაშე საახალწლო პროგრამით წარდგა.

მათივე ინფორმაციით, ქალაქის მთავარ ნაძვის ხესთან გამართულ საახალწლო კონცერტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო, რომელმაც მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა ახალი წლის დადგომა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავრობა თბილისის განვითარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.

„ჩვენს მოსახლეობას ძველით ახალ წელს ვულოცავ. ნინო ქათამაძის კონცერტით დავასრულეთ საახალწლო ღონისძიებები. რესპუბლიკის მოედანზე ჯადოსნური სოფლის და საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყება. ჩვენ, დედაქალაქის მთავრობა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ის ემოციები და დადებითი მუხტი, რაც აქ, ამ დღეებში მიიღეს ადამიანებმა, მთელი წლის განმავლობაში გაჰყვეთ. ჩვენ გავაგრძელებთ იმ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრას, რომელიც აქტუალურია ქალაქისთვის და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს გაცილებით უკეთესი, უფრო მოწესრიგებული, მწვანე, კომფორტული, ეკოლოგიურად სუფთა და გამართული ინფრასტრუქტურის მქონე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო