კახა კალაძე ცილისწამებასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე - ამას მივესალმები-განვითარებულ ქვეყნებში fake ნიუსებზე, ცილისწამებაზე ბრძოლაა გამოცხადებული

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონში შესაძლო ცვლილებების შეტანის ინიციატივას მიესალმება.

კალაძემ ევროპული ქვეყნების მაგალითი მოიყვანა, რომლებმაც, მისი თქმით, ამ პრობლემაზე მუშაობა დაიწყეს.

„მე მივესალმები ამას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორის ჩართულობაც. განვითარებულ ქვეყნებში სერიოზული ბრძოლაა გამოცხადებული fake ნიუსებზე, ცილისწამებაზე. მაგალითად, საფრანგეთმა უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. გერმანიაც, თუ არ ვცდები, მუშაობს ამ მიმართულებით და ჩვენც, რა თქმა უნდა, ერთობლივი ძალისხმევით უნდა შევძლოთ ამ პრობლემას გავუმკლავდეთ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა