გიორგი გახარია ძველი სტილით ახალ წელს საოკუპაციო ხაზთან შეხვდა

ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ძველი სტილით ახალ წელს, საოკუპაციო ხაზთან შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს, მინისტრმა განმუხურის საგუშაგოზე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს შობა-ახალი წელი პირადად მიულოცა და საჩუქრები გადასცა.

მათივე ინფორმაციით, განმუხურის გარდა, შინაგან საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან, რუხში, ხურჩასა და ფახულანში განლაგებულ რამდენიმე საგუშაგოს, ასევე ზუგდიდის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია.

„განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ოკუპირებული ხაზის გასწვრივ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ, საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ და საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებული გზებისა და გადასასვლელების კონტროლს ახდენენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა