ყაზახეთში ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს

ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის თანამშრომლებმა სპეცოპერაციის ფარგლებში ტერაქტების მომზადებაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

„ქალაქ ალმათიში ეროვნული უშიშროების კომიტეტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია უცხოელების ჯგუფი, რომლებიც ყაზახეთში ტერაქტების მომზადებაში არიან ეჭვმიტანილი“, - ნათქვამია ყაზახეთის უშიშროების სამსახურის განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულების საცხოვრებელ მისამართზე ჩხრეკა ჩაატარეს, რის შედეგადაც ამოღებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღი და ტყვია-წამალი.

„გამოძიების ვერსიით, დაკავებული პირები საზღვარგარეთ მყოფ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკების“ დავალებით მოქმედებდნენ. ამავე მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენება და შემდგომი შეიარაღებული თავდასხმა ალმათიში იგეგმებოდა“, - აღნიშნავენ ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს