გედევან ფოფხაძე - ჩემი და ბესელიას პოზიცია იყო, რომ რადიკალურად შეცვლილიყო იუსტიციის საბჭოს ფორმირების წესი - ვისი გემოვნებითაც მოხდა პროცესების განვითარება, ის შედეგებიც მივიღეთ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესთან დაკავშირებით გუნდში განსხვავებული მოსაზრებები იყო – ჩემი და ეკა ბესელიას პოზიცია იყო, რომ რადიკალურად შეცვლილიყო იუსტიციის საბჭოს ფორმირების წესი და სხვა კონფიგურაცია შექმნილიყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

„იყო განსხვავებული მოსაზრება, რომ ეს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფას ნიშნავდა. ვისმა პოზიციამაც გაიმარჯვა, იმძლავრა და ვისი გემოვნებითაც მოხდა შემდგომში იუსტიციის საბჭოში პროცესების განვითარება, ის შედეგებიც მივიღეთ“, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

ფოფხაძე იმასაც ამბობს, რომ ის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პარლამენტის კვოტით დასახელებულ კანდიდატებს ხმას აძლევდა. ამასთან, აქვე აღნიშნა, რომ არჩეული კანდიდატებისგან ვერავითარ წინასწარ გარანტიას ვერ მიიღებდა, თუ როგორ გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ ისინი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

„გეთანხმებით, რომ ჩემს მიერ არჩეულ ადამიანებზე რაღაც დონის პასუხისმგებლობა მეც მაქვს, მაგრამ ეს ვერ იქნება პირდაპირი პასუხისმგებლობა, - დასძინა გედევან ფოფხაძემ.

იხილეთ ვიდეო:

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა