ეკა ბესელია - ჩემთვის მთავარია პარლამენტში ბევრი თანამოაზრე ვიპოვო

ახლა ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად, რომელ სართულზე, რა კვადრატული ფართის ოთახში ვიმყოფები, მნიშვნელოვანია, მიზანი იყოს მიღწეული და არ მოხდეს იმ მოსამართლეების არჩევა, ვინც ჩვენს ქვეყანის მომავალს სამართალს გაუმრუდებს, - ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ თავის ახალ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბესელიამ აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვანია პარლამენტში თანამოაზრეები იპოვოს.

„ახლა ჩემთვის მართლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სად, რომელ სართულზე, რა კვადრატული ფართის ოთახში ვიმყოფები. ჩემთვის ახლა მთავარია ამ სივრცეში, რასაც ჰქვია პარლამენტის და ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო, ვიპოვო ბევრი თანამოაზრე იმისთვის, რომ მიზანი იყოს მიღწეული და არ მოხდეს იმ მოსამართლეების არჩევა, ვინც ჩვენს ქვეყანის მომავალს სამართალს გაუმრუდებს. ამიტომ, არ აქვს მნიშვნელობა დროებითი ადგილი სად არის, რომელ ფლიგელშია, რამდენი კვადრატულია და ა.შ. ნივთების გადმოტანაში გუშინ დამეხმარნენ თანამშრომლები. სხვათაშორის, ჩემი მასალები და დოკუმენტები ვერსად დაეტია და ამისთვის დამჭირდა მეთხოვა გედევან ფოფხაძისთვის, რომ წიგნების და დოკუმენტების ნაწილი მასთანაც განთავსდეს“, - განაცხადა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა