ეკა ბესელია - ადვოკატის ეთიკა არასოდეს მაძლევდა  უფლებას, რომ საჯაროდ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს, ვისაც მე ვიცავდი, მათ შორის როგორც ადვოკატი ივანიშვილსაც ვიცავდი

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია არ აპირებს საჯაროდ დაუპირისპირდეს იმ ადამიანებს, ვისაც ის პირადად იცავდა, როგორც ადვოკატი. ასეთ პირთა შორის ბესელიამ ბიძინა ივანიშვილი დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ ის არასოდეს მორიდებია საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას.

„ჩემი პროფესიული საჯარო ეთიკა, მათ შორის ჩემი ყოფილი პროფესიის, ადვოკატის ეთიკაც არასოდეს მაძლევდა იმის უფლებას, რომ ღიად და საჯაროდ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს ვისაც მე ვიცავდი, და მათ შორის ვიცავდი როგორც ადვოკატი ბიძინა ივანიშვილსაც. მე არ მიმაჩნია ღია და საჯარო დებატების თუ კონფლიტების გარეთ გამოტანა სწორად, მაგრამ არასოდეს მოვრიდებივარ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას შიგნით, მათ შორის ივანიშვილთანაც“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტში წარდგენილ უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კარგია პროცესის შეჩერება, თუმცა ის ვერ დაეთანხმება ბიძინა ივანიშვილის საჯარო წერილს, სადაც პარტიის ხელმძღვანელი გუნდურობის წესის დარღვევაში ადანაშაულებს მას.

„კონკრეტულ შემთხვევას რაც შეეხება, ამ პროცესის შეჩერებას და კანონში ცვლილებების შეტანას, ამას მივესალმები. რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ იმ ნაწილს, რაც შეეხება შეფასებას ჩემთან დაკავშირებით. ეს არ არის სიმართლე. სიმართლე არის ის რაც მე ვთქვი. არ მიმაჩნია, რომ გუნდურობის წესები დაირღვა როდესაც გედი ფოფხაძის კანდიდატურა დავასახელე და ის იყო არჩეული პირველ მოადგილედ. ეს იყო გაცილებით ადრე შეთანხმებული პარტიის ხელმძღვანელთანაც. ასევე კომიტეტის სხდომის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე მქონდა საუბარი პარლამენტის თავმჯდომარესთან. განსხვავებულ პოზიციაზე დავრჩით, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარის პრეროგატივაა დაასახელოს პირველი მოადგილე.

მაშინ როდესაც ზარდიაშვილი დასახელდა პირველ მოადგილედ, გუნდთან ეს საკითხები არ გავლილა და ჩემი მოსაზრება არ უკითხავთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო:

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს