ბიძინა გეგიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დავით მათიკაშვილის არჩევის წინააღმდეგ მისცა ხმა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კენჭისყრაზე, რომლითაც დავით მათიკაშვილს კომიტეტის თავმჯდომარეობის მოვალეობის შესრულება დაეკისრა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ ხმა მათიკაშვილის წინააღმდეგ მისცა. როგორც გეგიძემ განაცხადა, მისი გადაწყვეტილება ლოგიკური იყო განვითარებული პროცესების შესაბამისად. რატომ მისცა ბიძინა გეგიძემ მათიკაშვილის წინააღმდეგ ხმა, ამაზე გეგიძემ მედიასთან დამატებითი განმარტების გაკეთება არ ისურვა.

„როგორც მიმდინარეობდა პროცესი და რა პოზიციაც მქონდა ამ პროცესის მიმართ, დღეს იყო ლოგიკური. ჩემი დღევანდელი კენჭისყრაში მონაწილეობის გადაწყვეტილება იყო ლოგიკური, მთელი ამ პროცესის მანძილზე, ვის რა და როგორი შეფასება და ანალიზი ჰქონდა,"- განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილეს დავით მათიკაშვილს დაეკისრა.

შესაბამისი გადაწყვეტილება კომიტეტმა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 10 ხმით მიიღო.

შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით მათიკაშვილი კომიტეტს დროებით, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე უხელმძღვანელებს.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან ერთად, მისი პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილიც გადადგა. შესაბამისად, დღის წესრიგში ერთ-ერთი მოადგილისთვის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების საკითხი დადგა.

იხილეთ ვიდეო: უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დავით მათიკაშვილს მხარი არ დაუჭირდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა