ეკა ბესელია - მე არ ვარ ადამიანი,  ვინც ჭორაობს, ან ამბობს იმას, რაც არ არის სათქმელი

უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან რა არის გუნდურობა და რა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარლამენტში პრესკონფერენციაზე განაცხადა. ეკა ბესელიას თქმით, მან კარგად იცის თუ რა არის გუნდურობა, თუმცა არის რიგი საკითხები, რომელთაც აქვთ სახელმწიფო მნიშვნელობა და აღნიშნულ საკითხზე „დახურულ კარს მიღმა“ არ შეიძლება ჩურჩული.

„ოთახში ვერ გამოიკეტება და ყურში ჩურჩულით ვერ გადაწყდება ისეთი საკითხები, რომელიც ეხება თითოეულ მოქალაქეს. უნდა განვასხვაოთ ერთმანეთისგან რა არის გუნდურობა და რა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხი. ეს არის საქართველოს პარლამენტი, ხალხის წარმომადგენლობითი ორგანო, სადაც ჩვენმა მოქალაქემ უნდა იცოდეს მისი წარმომადგენელი რა გადაწყვეტილებას იღებს მისი სახელით და რატომ. თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს მისი და მისი მომავლის განმსჯელი მოსამართლეები იქნებიან მეთოფიშვილის მსგავსი მოსამართლეები თუ იქნებიან მოსამართლეები, რომელსაც აქვთ მაღალი სანდოობა, შეუვალობა, პრინციპულობა, ავტორიტეტი და ისეთი წარსული, რომელიც არ არის დაკავშირებული სასტიკ ძალადობრივ რეჟიმთან და უსამართლობასთან.

საჭიროა განვასხვავოთ ერთმანეთისგან რა არის საკითხები, რომელიც შეიძლება ერთმანეთს ვუთხრათ ხმადაბლა და რა არის საკითხები, რომელიც ხალხთან ერთად უნდა წყდებოდეს. ეს სწორედ ის საკითხია, რაც საზოგადოებამ უნდა იცოდეს.

მთელი ამ წლების განმავლობაში, მე მგონია, რომ მოვახერხე ჩემი საჯაროდ აქტიურობით და გადაწყვეტილებებით მეჩვენებინა, რომ მე არ ვარ ადამიანი, ვინც ჭორაობს ან ამბობს იმას, რაც არ არის სათქმელი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა