ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეობის კანდიდატების ხელახლა შერჩევასთან დაკავშირებით პარლამენტს ინიციატივით მიმართავენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ანა დოლიძის განცხადებით, ის და საბჭოს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტს წარუდგენენ საკანონმდებლო წინადადებებს, როგორ უნდა მოხდეს კანდიდატების ხელახალი წარდგენა. ამის შესახებ მან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

"იუსტიციის საბჭოში ბრძოლა სამართლიანი სასამართლოსთვის ერთი წლის წინ დაიწყო. ჩვენ მივაღწიეთ პირველ გამარჯვებას - ეს არის შავი სიის გაჩერება. თუ ვინმე დღეს, ერთი და ორი წლის მერე ამ ბრძოლას უერთდება, ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ უკვე ორი წელია ვლაპარაკობთ იმაზე, რომ იუსტიციის საბჭო ძალაუფლების უზურპაციას ახორციელებს. დღეს თუ ვიღაც ჩვენ გვიერთდება, ამას მივესალმებით, თუმცა უკეთესი იქნებოდა, მანამდე გაკეთებულიყო ბევრი განცხადება. ხვალ საქართველოს პარლამენტს ჩვენ წარვუდგენთ საკანონმდებლო წინადადებებს, როგორ უნდა მოხდეს კანდიდატების ხელახალი წარდგენა. ეს გადაწყვეტილება საბჭომ აუცილებლად უნდა მიიღოს ერთხმად, აუცილებლად ღია საჯარო გასაუბრების ფონზე. სხვა პრინციპებზე ამასთან დაკავშირებით ხვალ დაწვრილებით მოგახსენებთ" , - განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, არავის არ უნდა ეგონოს, რომ ტექნიკური საკითხებით, მძიმე-წერტილის გარჩევით შესაძლებელი იქნება ქართველი ხალხის მოტყუება და სწორედ ისე მახინჯურად, როგორც აქამდე გაკეთდა, არასასურველი, არადამოუკიდებელი ხალხის შეყვანა სასამართლოში რაღაც სამუშაო ჯგუფების გამოცხადებით დახურულ კარს მიღმა.

"ქართველი ხალხის უდიდესი ინტერესი არის ამ პროცესის მიმართ მიპყრობილი, ამიტომ, ჩემი აზრით, ეს პროცესი იქნება გამჭვირვალე და ღია და პარლამენტს მოუწევს ნორმალურ, დემოკრატიულ პროცესზე მსჯელობა", - აღნიშნა დოლიძემ.

იხილეთ ვიდეო: ანა დოლიძე - დღეს თუ ვიღაც გვიერთდება, მივესალმებით, თუმცა უკეთესი იქნებოდა, ბევრი განცხადება მანამდე გაკეთებულიყო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო