მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთს ტრამპის მუქარის არ ეშინია! საჭმლისა და წყლის გარეშეც რომ დავრჩეთ, გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა

თურქეთს არ ეშინია ტრამპის მუქარის, - ასე გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებას, რომ თურქეთს ეკონომიკურად გაანადგურებს, თუ ანკარა სირიაში ქურთებს დაარტყამს.

„სტრატეგიული პარტნიორობის თემებს სოციალურ ქსელში არ განიხილავენ. აშშ-სთან კომუნიკაციის ყველა არხები ღია გვაქვს. ვხედავთ, რომ ტრამპზე დიდი ზეწოლა ხორციელდება ჯარები სირიიდან რომ არ გამოიყვანოს და ის რთულ სიტუაციაშია. მიუხედავად ამისა, ამგვარი თემების სოციალური ქსელით განხილვა არ შეიძლება“, - განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მევლუთ ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთს მუქარების არ ეშინია.

„ტერორისტებთან თანამშრომლობა არაფრის მომტანია. საჭმლისა და წყლის გარეშეც რომ დავრჩეთ, გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა. აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინონ თურქეთის მიმართ“, - დასძინა მან.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთს ეკონომიკური განადგურებით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ს სირიიდან გასვლის შემდეგ ანკარა სირიელ ქურთებს დაარტყამს.

იხილეთ ვიდეო: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს რომ ანკარას ეკონომიკური დაშინებით ვაშინგტონი ვერაფერს მიაღწევს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა