რომან გოცირიძე - ამბობენ, რომ ეს მოსამართლეები არ მოსწონთ, რადგან 9 წელი „ნაცმოძრაობას“ ემსახურებოდნენ, თუმცა არაფერს არ ამბობენ, რომ ისინი ამ ხელისუფლებას 6 წელია ემსახურებიან

სანახევრო სიმართლით ეს ადამიანები სასამართლო სისტემის რეფორმის მხარდამჭერად ვერ იქნებიან აღქმული, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მმართველი გუნდის შიგნით მიმდინარე პროცესებს. გოცირიძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები ნებისმიერი დავალების შემსრულებლები არიან, რომლებმაც ძალიან ცუდი სამსახური გაუწიეს ქვეყანას.

„მოსამართლეთა სიის საკითხმა კატალიზატორის როლი ითამაშა, დააჩქარა პროცესები და მან გამოავლინა სასამართლო სისტემაში არსებული მთელი ის პრობლემები, რაც ამ წლების განმავლობაში იყო დაგროვილი. ამიტომ თავისთავად, ეს არის ჯანსაღი პროცესი. მეორე მხრივ, სანახევრო სიმართლით საქმე ვერ გაკეთდება. როდესაც ამბობენ, რომ ეს მოსამართლეები არ მოსწონთ, რადგან ისინი ემსახურებოდნენ 9 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას და ამავე დროს არაფერს არ ამბობენ იმაზე, რომ ეს მოსამართლეები ასევე ბოროტად ემსახურებოდნენ ამ ხელისუფლებას 6 წლის განმავლობაში, მაშინ სანახევრო სიმართლით ეს ადამიანები სასამართლო სისტემის რეფორმის მხარდამჭერად ვერ იქნებიან აღქმული. ესენი არიან ნებისმიერი დავალების შემსრულებელი მოსამართლეები, რომლებმაც ძალიან ცუდი სამსახური გაუწიეს ქვეყანას, დემოკრატიას და სამართლიანი სასამართლო სისტემის ფორმირების საკითხს,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

იხილეთ ვიდეო:

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა