რომან გოცირიძე - სალომე ზურაბიშვილი ახსენებს ფრანგულ კანონს, ასეთი კანონი საქართველოში რომ ყოფილიყო, დღეს ის განსასჯელის სკამზე იქნებოდა

სალომე ზურაბიშვილი ახსენებს ფრანგულ კანონს, ასეთი კანონი საქართველოში რომ ყოფილიყო, დღეს ის განსასჯელის სკამზე იქნებოდა, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ცილისწამებასთან დაკავშირებით კანონში შესაძლო ცვლილებების შეტანის ინიციატივას.

სალომე ზურაბიშვილი იმის თაობაზე, რომ გარკვეული ფორმით შეიზღუდოს სიტყვის თავისუფლება, ახსენებს ფრანგულ კანონს, რომელიც ახლახან იქნა მიღებული. ასეთი კანონი საქართველოში რომ ყოფილიყო, დღეს ქალბატონი სალომე იქნებოდა განსასჯელის სკამზე, ისევე, როგორც „ქართული ოცნების“ ბევრი ლიდერი, ვინაიდან ცილისწამების ნიაღვარი იყო ამ საარჩევნო პროცესში და ხელისუფლებას დაფინანსებული ჰყავს ცილისმწამებელთა გუნდი სხვადასხვა ტროლების სახით. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ მივესალმებით და არ ვუჭერთ მხარს ამ ინიციატივას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს