გია აბაშიძე მოსამართლეების სიაზე - მხოლოდ ეკა ბესელიას დამსახურება არაა, რასაც პოლიტიკურმა მოთამაშეებმა მიაღწიეს

ბუნებრივია, მხოლოდ ბესელიას დამსახურება არ არის, ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ, თავისი აქტიურობით მიაღწია იმას, რომ პარლამენტის თავმჯდომარე იძულებული იყო განეცხადებინა, რომ კრიტერიუმები იქნება, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ „რადიო პალიტრას“ ეთერში გადაცემა „შუადღის სტუდიაში“ მოსამართლეების კანდიდატურებსა და მმართველ გუნდში მიმდინარე დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა.

„ამ პროცესში კრიტერიუმებზე არის დიდი აქცენტირება და ზუსტად ამ კრიტერიუმებზე იქნება დამოკიდებული იმ სიის გაცხრილვა. აქ, ბუნებრივია, მხოლოდ ბესელიას დამსახურება არაა. ჩვენ ვნახეთ, რომ ყველა პოლიტიკურმა მოთამაშემ, მიუხედავად თავიანთი პოლიტიკური გემოვნებისა, თავისი აქტიურობით მიაღწია იმას, რომ პარლამენტის თავმჯდომარე იძულებულიყო იყო განეცხადებინა, რომ კრიტერიუმები იქნება. ასევე, ამას წინ უძღოდა ყველაზე მნიშვნელოვანი - ბიძინა ივანიშვილის განცხადება“, - განაცხადა გია აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

აღნიშნულ კანდიდატებზე მსჯელობა პარლამენტის საგაზაფხულო სესიისთვის გადაიდო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა