ნიკა მელია - საერთაშორისო საზოგადოების და ყველა ოპოზიციური პარტიის ზეწოლის შედეგად, დათო კირკიტაძე უკანონო პატიმრობაში აღარ იქნება

საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლისა და ყველა ოპოზიციური პარტიის სამართლიანი ზეწოლის შედეგად, დათო კირკიტაძეს უახლოეს პერიოდში აღკვეთის ღონისძიების სახეობა შეეცვლება და აღარ იქნება ის უკანონო პატიმრობაში, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სასამართლოში განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, დავით კირკიტაძის წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობდა და წლების განმავლობაში მიმდინარე პროცესები კომიკური იყო.

„არანაირი მტკიცებულება არ ყოფილა, კომიკური სასამართლო პროცესი იყო, რომელიც მიმდინარეობდა წლების განმავლობაში. თითქოს, კირკიტაძემ გუბერნატორად მუშაობის პერიოდში სახელმწიფო ბალანსზე არსებული ტრაქტორი ათხოვა კერძო კომპანიას და ამით ჩაიდინა დანაშაული. წარმოიდგინეთ, ეს იყო ბრალდების არსი. გურჯაანში, მოსამართლე ამ საქმეზე აპელირებდა და თქვა, დათო კირკიტაძე წინასწარ პატიმრობაში აუცილებლად უნდა წავიდეს, ვინაიდან იმ საქმეზე, რომელზეც დღეს გამართლდა, დანაშაული ჩადენილი აქვსო. იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლისა და ყველა ოპოზიციური პარტიის სამართლიანი ზეწოლის შედეგად დათო კირკიტაძეს უახლოეს პერიოდში აღკვეთის ღონისძიების სახეობა შეეცვლება და აღარ იქნება ის უკანონო პატიმრობაში“, - განაცხადა მელიამ.

დავით კირკიტაძე სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც გამოძიება მას გუბერნატორობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, დღეს სასამართლომ გაამართლა.

კირკიტაძის მიმართ გამოძიება სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც მიმდინარეობს. მას ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის.

აღნიშნულ საქმეზე კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს