რომან გოცირიძე პრემიერს მიმართავს, ტრისტან წითელაშვილისთვის საახალწლო მისალოცის გაგზავნის გამო ბოდიში მოიხადოს

თუ ჯაშუშობა მისალოცია, მაშინ ასეთი ხელისუფლება საქართველოში ასევე ჯაშუშებისა და ქვეყნის მტრების ინტერესების სამსახურში იმყოფება, - ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის მიერ ტრისტან წითელაშვილისთვის საახალწლო მილოცვის გაგზავნას.

„ძალიან ბევრი რამ დაგროვდა ამ ბოლო ხანებში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული სამარცხვინო და შეიძლება ითქვას, დანაშაულებრივი ნაბიჯების სახით. ერთ-ერთი ბოლო წვეთი არის ოფიციალური ჯაშუშისათვის, რომელიც ემსახურებოდა და ემსახურება რუსულ ინტერესებს, ქვეყნის პირველი პირის მიერ დღესასწაულის მილოცვა. თუ ჯაშუშობა მისალოცია, მაშინ ასეთი ხელისუფლება საქართველოში ასევე ჯაშუშებისა და ქვეყნის მტრების ინტერესების სამსახურში იმყოფება. თუ რაღაც ტექნიკური შეცდომა იყო, მაშინ უნდა გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი, მოიხადოს ბოდიში და დაგმოს როგორც ამ პიროვნების წარსული საქმიანობა, ასევე საკუთარ სისტემაში არსებული არეულობა,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს