გიგი უგულავას განცხადებით, დავით კირკიტაძეს მეორე საქმეზე არაადეკვატური ბრალი აქვს წაყენებული

ნაადრევია ზეიმი იმასთან დაკავშირებით, რომ მართლმსაჯულებამ იზეიმა, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა დავით კირკიტაძის მიმართ სასამართლოს მიერ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

როგორც უგულავა განმარტავს, კირკიტაძეს მეორე საქმეზე, სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, არაადეკვატური ბრალი აქვს წაყენებული.

„ეს კაცი ისევ ციხეშია, წინასწარ პატიმრობაშია და არაადეკვატური მუხლი აქვს წაყენებული, ისეთი, რომელიც ყაჩაღებს და ბანდიტებს აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ეს მოსამართლე უვადოდ არ ინიშნება, ანუ არ წარმოადგენს იმ კლანს, რომელიც უვადოდ დანიშვნის ჩეკს გასცემს ხოლმე სასამართლოში. ამიტომ, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის და გადარჩენისთვის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. უნდა გაგრძელდეს თითოეულ შემთხვევაში, თითოეულ ქეისზე, იმიტომ, რომ ეს არ არის, ჩემი ან ვიწრო პარტიული საკითხი, ეს არის ქვეყნის მომავლის და ჩვენი მომავალი თაობების საკითხი“, - განაცხადა უგულავამ.

დავით კირკიტაძე სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც გამოძიება მას გუბერნატორობის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა, დღეს სასამართლომ გაამართლა.

კირკიტაძის მიმართ გამოძიება სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც მიმდინარეობს. მას ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის.

აღნიშნულ საქმეზე კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო