სამოქალაქო სექტორი მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმების მოსამზადებლად არსებულ სამუშაო ჯგუფში წარმომადგენლობის გაზრდას ითხოვს

სამოქალაქო სექტორი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმების მოსამზადებლად არსებულ სამუშაო ჯგუფში წარმომადგენლობის გაზრდას ითხოვს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ”ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) წარმომადგენელმა, სოფო ვერძეულმა განუცხადა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ, რომ მოთხოვნა უახლოესი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე დააყენონ.

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, თუ რა ფორმატში გაგრძელდება ამ საკითხის განხილვა. ვინც იცის უკვე არსებული სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, დამეთანხმება, რომ იქ არ არის სამოქალაქო სექტორის ფართო წარმომადგენლობა, მათ შორის მართლმსაჯულების კოალიციიდან მხოლოდ ერთი ადამიანი არის დაშვებული ამ ჯგუფში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ჯგუფში წარმომადგენლობა გაფართოვდეს, რადგან ითქვა, რომ არის მზაობა ფართო ჯგუფში შედგეს ამ საკითხების განხილვა, პირველ რიგში ამ სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა უნდა გაფართოვდეს და ეს საკითხი ჩვენი მხრიდან დადგება. შეუძლებელია 50 ადამიანში სამოქალაქო სექტორიდან ერთზე მეტი ადგილი ვერ მოიძებნოს და ამ დროს ვსაუბრობდეთ, რომ ნება არის ამ საკითხის ფართო სპექტრში განხილვის. მეორე საკითხი არის, რომ ჩვენ საერთოდ რაზე ვსაუბრობთ და რა გეგმა აქვს პარლამენტს. ჩვენ ვამბობთ, რომ მხოლოდ კრიტერიუმების და პროცედურების დადგენა შედეგის მომტანი ვერ იქნება. საბჭოს იმ წევრებმა, რომლებმაც ეს სისტემა შექმნეს და ამ ჩიხში შეიყვანეს მართლმსაჯულება, უნდა დატოვონ თანამდებობები, საბჭოს წევრები დაუჭერენ თუ არა მხარს კრიტერიუმებს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკმარისი. არაფერი გვაზღვევს, რომ საბჭო იგივე პროცედურებს თავის თავზე არ მოირგებს. კრიტერიუმები დასადგენია, თუმცა რაც უფრო ფართო წარმომადგენლობით მოხდება ეს, მათ შორის ვენეციის კომისიის ჩართულობით, მით უკეთესი, თუმცა ჩვენი პირველი მოთხოვნა არის ის, რომ ჯგუფი გაფართოვდეს“, - განაცხადა სოფო ვერძეულმა.

მისივე თქმით, სამოქალაქო სექტორს ასევე აინტერესებს, თუ ვინ იღებს პასუხისმგებლობას შექმნილ ვითარებაზე. „პასუხისმგებლობა უნდა აიღონ საბჭოს იმ წევრებმა, ვინც შეადგინა ეს სია“, - აღნიშნა ვერძეულმა.

იხილეთ ვიდეო: სამოქალაქო სექტორი მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმების მოსამზადებლად არსებულ სამუშაო ჯგუფში წარმომადგენლობის გაზრდას ითხოვს

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა